საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მინდობილობა

 

ნოტარიალური მოქმედების შესასრულებლად (მინდობილობა, ხელმოწერის დამოწმება, ქართული დოკუმენტის დედანთან ასლის შესაბამისობის დამოწმება) საჭიროა ელ-გვერდისwww.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში  (ვიზიტის დანიშვნის ინსტრუქცია თან ერთვის).

 

საკონსულოში გამოცხადებისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, იმ პირის საპასპორტო მონაცემები, ვის სახელზეც აფორმებთ მინდობილობას და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (10 ევრო გადახდილი BBVA ბანკში 0182 0206 37 02015 48 989 ანგარიშზე).