საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქორწინება

 

საკონსულოში შესაძლებელია დარეგისტრირდეს ქორწინება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შორის.

 

ქორწინების აქტის დასარეგისტრირებლად საჭიროა ელ-გვერდის www.geoconsul.gov.geსაშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში.

 

საკონსულოში პირადად უნდა გამოცხადდეთ, როგორც მექორწინეები, ასევე ორი მოწმე (საქართველოს მოქალაქეები). თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტები, ასევე ყოფილ მეუღლესთან განქორწინების ან ყოფილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა/ასლი, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი.

 

ქორწინების აქტის დარეგისტრირება უფასოა და კეთდება იმავე დღეს.