საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განმეორებითი სამოქალაქო რეგისტრაციის აქტის გაცემა

 

განმეორებით სამოქალაქო რეგისტრაციის აქტის ასაღებად საჭიროა ელ-გვერდის www.geoconsul.gov.geსაშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში .

 

საკონსულოში თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( 19.22 ევრო გადახდილი  BBVA ბანკში 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე).

 

ასევე, პროცესის დასაჩქარებლად, სასურველია იქონიოთ იმ დოკუმენტის ასლი, რომლის განმეორებით დამზადებასაც ითხოვთ.

 

გამზადებული დოკუმენტის ასაღებად ან მობრძანდებით საკონსულოში, ან ისარგებლეთ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურებით, რომელსაც აცნობებთ თუ ვისზე გაცემულ რა დოკუმენტის გატანას ითხოვთ.