საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობა

 

სახელის/გვარის შეცვლის მიზნით საჭიროა ელ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში.

 

საკონსულოში თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( 48.06 ევრო გადახდილი  BBVA ბანკში 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე).

 

მოწმობა გაიცემა საბუთების შემოტანიდან 60 დღეში.

 

გამზადებული დოკუმენტის ასაღებად ან მობრძანდებით საკონსულოში, ან ისარგებლეთ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურებით, რომელსაც აცნობებთ თუ ვისზე გაცემულ რა დოკუმენტის გატანას ითხოვთ.