საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დოკუმენტის თარგმნა/თარგმნის სისწორის დამოწმება


დოკუმენტის თარგმნისათვის  საჭიროა ელ-გვერდის 
www.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში.

საკონსულოში შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დოკუმენტების თარგმნა და თარგმანის სისწორის დამოწმება.

 

საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, სათარგმნი დოკუმენტის ორიგინალი და საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (1 გვ = 10 ევრო გადახდილი BBVA ბანკში ანგარიშზე ES38 0182 0206 37 02015 48 989).

 

გამზადებული დოკუმენტის ასაღებად ან მობრძანდებით საკონსულოში, ან ისარგებლეთ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურებით, რომელსაც აცნობებთ თუ ვისზე გაცემულ რა დოკუმენტის გატანას ითხოვთ.

 

აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე საკონსულოს მიერ გაცემული თარგმანი უნდა დაამოწმებინოთ ქ. მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში calle Pechuán #1, Madrid (http://www.exteriores.gob.es/Portal/es/ServiciosAlCiudadano/SiEstasEnElExtranjero/Paginas/Legalizaciones.aspx)