საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 

ნასამართლეობის შესახებ ცნობის ასაღებად საჭიროა ელ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში.

 

საკონსულოში ვიზიტისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. 

 

ცნობა გაიცემა ესპანურ ენაზე 10 დღის ვადაში და მომსახურება უფასოა.

 

გამზადებული დოკუმენტის ასაღებად ან მობრძანდებით საკონსულოში, ან ისარგებლეთ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურებით, რომელსაც აცნობებთ თუ ვისზე გაცემულ რა დოკუმენტის გატანას ითხოვთ.

 

აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე ცნობა უნდა დაამოწმებინოთ ქ. მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

calle Pechuán #1, Madrid (http://www.exteriores.gob.es/Portal/es/ServiciosAlCiudadano/SiEstasEnElExtranjero/Paginas/Legalizaciones.aspx