საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცნობები სხვადასხვა სახის

 

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, ცნობის სახით გასცეს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში განმცხადებლის შესახებ დაცული ინფორმაცია. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად ცნობა შესაძლოა გაიცეს  ქართულ ან ესპანურ ენაზე.

 

მომსახურების გაწევის მიზნით, ინფორმაცია გასაცემი ცნობის შესახებ უნდა გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ უწყებაში. ამდენად, მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა დამოკიდებულია ამ უწყების პასუხზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რამდენად ზუსტად წარმოადგენთ ინფორმაციას თქვენთვის საჭირო ცნობის თაობაზე.

 

სხვადასხვა სახის ცნობის ასაღებად საჭიროა ელ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში  (ვიზიტის დანიშვნის/ელ-განაცხადის რეგისტრირების ინსტრუქცია თან ერთვის).

 

საკონსულოში ვიზიტისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (25 ევრო BBVA ბანკში ანგარიშზე ES38 0182 0206 37 02015 48 989). ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, კონსულმა შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

გამზადებული დოკუმენტის ასაღებად ან მობრძანდებით საკონსულოში, ან ისარგებლეთ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურებით, რომელსაც აცნობებთ თუ ვისზე გაცემულ რა დოკუმენტის გატანას ითხოვთ.