Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

განცხადება

წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოს ეწვევა საპატრიარქოს დელეგაცია.

29 მაისს, 17:00 საათზე, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ბარსელონას “წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოში მოაბრძანებენ სიწმიდეებს.

18:00 საათზე დაიწყება ლოცვა, შემდეგ კი დაგეგმილია მრევლის სტუმრებთან შეხვედრა და ფილმის ჩვენება.

30 მაისს, 09:00 საათზე, დაიწყება წირვა. წირვის შემდეგ დაგეგმილია დიდი პანაშვიდი, რის შემდეგაც შედგება მრევლის შეხვედრა სტუმრებთან და ფილმის ჩვენება.

ტაძრის მისამართი: Passeig de Santa Eulalia 23. Sarria, Barcelona.