განქორწინება
განქორწინება
საკონსულოში შესაძლოა დარეგისტრირდეს განქორწინების აქტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შორის.
განქორწინების დასარეგისტრირებლად საჭიროა ელ-გვერდის
www.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში.
მეუღლეები პირადად უნდა გამოცხადდნენ საკონსულოში. თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტები და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (23,97 ევრო გადახდილი BBVA ბანკში ES80 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე)
საკონსულოში განაცხადის გაკეთების შემდეგ მოგეცემათ მოსაფიქრებელი დრო და თუ განქორწინებასთან დაკავშირებით თქვენი გადაწყვეტილება უცვლელი იქნება, 5 სამუშაო დღის შემდეგ კვლავ მობრძანდებით საკონსულოში და დაგიმზადდებათ განქორწინების მოწმობა.