თამაზ ავალიანის პერსონალური გამოფენა ქ. ბარსელონაში!
მოხარული ვართ, მოგიწვიოთ თანამედროვე ქართველი ხელოვანის, თამაზ ავალიანის პერსონალურ გამოფენაზე. ექსპოზიცია მხატვრის 30-წლიან შემოქმედებით გზას აერთიანებს და დამთვალიერებელს მისი ხელოვნების სხვადასხვა ეტაპის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, ადრეული პერიოდის შავ-თეთრი სიურეალისტური ნახატებიდან დაწყებული, ბოლო წლების მასშტაბური, ფერადი კომპოზიციებით დამთავრებული.