Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა

დასაბრუნებელი მოწმობა

დასაბრუნებელი მოწმობის ასაღებად საჭიროა ელ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში  (ვიზიტის დანიშვნის/ელ-განაცხადის რეგისტრირების ინსტრუქცია თან ერთვის).

სრულწლოვანმა პირმა საკონსულოში ვიზიტისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი ქართული დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობა, მართვის მოწმობა), საქართველოში გასამგზავრებელი ბილეთის ჯავშანი და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (34 ევრო BBVA ბანკში ანგარიშზე ES29 0182 0206 37 02015 48 989).

არასრულწლოვანზე დასაბრუნებელი მოწმობის გასაცემად უნდა გამოცხადდეს მშობელი (მოქმედი ქართული დოკუმენტით), წარმოადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობა (თუ ბავშვი უცხოეთშია დაბადებული, დაბადების მოწმობა უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული აპოსტილით), ბავშვის ბიომეტრიული ფოტო ჩაწერილი დისკზე. მომსახურება უფასოა.

გთხოვთ, გაუთვალისწინებელი გართულების თავიდან ასაცილებლად, საკონსულოში ვიზიტი დანიშნოთ გამგზავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე!