Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა „IBTM World 2026“

მიმდინარე წლის 17-19 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა „IBTM World 2026“ გაიმართა, რომელზეც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ქართული ტურისტული კომპანიები იყო წარმოდგენილი.

აღნიშნულ ღონისძიებას ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია დაესწრო და ქართული სტენდი მოინახულა.

ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. ღონისძიებაში 2 500-ზე მეტი კომპანია და 12 000-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობდა.