Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება

2026 წლის 9 ივლისს, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ბექა ზარანდიამ, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა და ქალაქ ბარსელონაში, ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, მარია დელ-კარმენ გარსია მორენომ.

გენერალურმა კონსულმა გამოსვლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე და ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ქალაქ ბარსელონაში, მარია დელ-კარმენ გარსია მორენომ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებსა და პრიორიტეტებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება მუსიკალურად ქალაქ ბარსელონაში მოქმედმა ქართულ-კატალანურმა პოლიფონიურმა ანსამბლმა „Vocal Vircan” გააფორმა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ბარსელონაში აკრედიტებული საკონსულო კორპუსის წევრები, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროსა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.