დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში პროექტი „ქართული სპორტი ევროპაში“ ჩატარდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში პროექტი „ქართული სპორტი ევროპაში“ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიონალური კრივის საღამო გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული სპორტის პოტენციალის ევროპულ ასპარეზზე წარმოჩენასა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას ესპანეთის სამეფოში. ღონისძიებაზე არაერთმა ქართველმა მოკრივემ მიიღო მონაწილეობა. საღამოს მთავარ პროფესიონალურ ბრძოლაში მოკრივემ გია მითაგვარიამ ადგილობრივი ვილმენ ბარონი დაამარცხა. დამსწრე საზოგადოებას ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურასა და გასტრონომიას. პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ “Club de Boxe Iberia” პრომოუტერ კომპანია „BEBOXING”-თან და საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან თანამშრომლობით.
აღსანიშნავია, რომ საკონსულო ოლქის დაფარვის ზონიდან, პროექტის - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, ფარგლებში, სულ 14 განაცხადი შემოვიდა და ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა. პროექტის მიზანი დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი ინიციატივების ხელშეწყობა იყო.
