თამაზ ავალიანის პერსონალური გამოფენა ქ. ბარსელონაში!
თამაზ ავალიანის პერსონალური გამოფენა ქ. ბარსელონაში!
მოხარული ვართ, მოგიწვიოთ თანამედროვე ქართველი ხელოვანის, თამაზ ავალიანის პერსონალურ გამოფენაზე.
ექსპოზიცია მხატვრის 30-წლიან შემოქმედებით გზას აერთიანებს და დამთვალიერებელს მისი ხელოვნების სხვადასხვა ეტაპის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, ადრეული პერიოდის შავ-თეთრი სიურეალისტური ნახატებიდან დაწყებული, ბოლო წლების მასშტაბური, ფერადი კომპოზიციებით დამთავრებული.
თამაზ ავალიანი ავტორია 600-ზე მეტი ნამუშევრისა, რომლებიც შექმნილია ფერადი საწერი კალმით და გამორჩეულია ორიგინალური სტილით. მხატვარი უნიკალურ საავტორო ტექნიკას ფლობს და მსოფლიოში ამ მიმართულების ერთადერთი მხატვარ-გრაფიკოსია.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გამოფენა მხოლოდ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება!
დასწრება თავისუფალია!
თარიღი: 26–27 ნოემბერი
დრო: 11:00–17:00
ადგილი: Valid World Hall
მისამართი: Carrer de Buenaventura Muñoz, 6, Ciutat Vella, 08018, Barcelona
