გენერალური კონსული ბექა ზარანდია ბარსელონას სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს შეხვდა
2026 წლის 20 მაისს, ქ.ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბექა ზარანდიამ, ბარსელონაში აკრედიტებულ საკონსულო კორპუსის წევრებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციურ ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იყო ბარსელონას სავაჭრო პალატის მიერ.
ღონისძიების ფარგლებში, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ჯუზეპ სანტაკრეუმ სტუმრებს სავაჭრო პალატის სამომავლო გეგმები წარუდგინა და განსაკუთრებული ყურადღება საკონსულო კორპუსსა და სამრეწველო პალატას შორის კავშირების გაძლიერებასა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე გაამახვილა.
