პროექტის "აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ პრეზენტაცია და კალიგრაფიის მასტერკლასი
2026 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ,,ჩემი ქართული სკოლა” ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში, ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში გამარჯვებული პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ პრეზენტაცია და კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.
პროექტი „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო და ციფრულ ინიციატივას, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდას, კვლევით საქმიანობის ხელშეწყობასა და ოთხენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის — „საქართველოს ინტელექტუალური ციფრული ცოცხალი რუკის“ შექმნას ითვალისწინებს. ღონისძიებაში მონაწილეობა საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა მიიღეს.
