მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხახეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი
მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. ბარსელონას „წმინდა ნინოს“ სახელობის სამრევლოში, ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა, ლუკა ფალავანდიშვილმა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხახეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა, რომელსაც ქართული დიასპორისა და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. არქიმანდრიტმა, ლუკა ფალავანდიშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გენერალური საკონსულოს მიერ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
.jpg&w=3840&q=100)