გენერალური კონსული, ბექა ზარანდია საქართველოს ხელბურთის ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებს, ტურნირის დაწყების წინ ქალაქ ტარაგონაში ეწვია
ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია საქართველოს ხელბურთის ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებს, ტურნირის დაწყების წინ ქალაქ ტარაგონაში ეწვია და წარმატება უსურვა ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა, გენერალურ კონსულს საჩუქრად ეროვნული ნაკრების მაისური და ხელბურთის ფედერაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი, საიუბილეო მონეტა გადასცა.

