Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

შეხვედრა ბასკეთის ავტონომიური რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ქ. ბილბაოში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ბექა ზარანდიამ, შეხვედრა გამართა ბასკეთის ავტონომიური რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Euskal Herriko Unibertsitatea – EHU) ვიცე-რექტორებთან, ასიერ ბლას მენდოსა და გოცონე ბარანდიკა არგოიტიასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ქართულ და ესპანურ მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.