Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

 1 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში გაიმართება „Tech Connect“ ბანაკი ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

ბანაკის მიზანია პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივება, თანამშრომლობითი კავშირების ჩამოყალიბება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები 14-18 წლის მოზარდები გაეცნობიან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო ტენდენციებს და ჩაერთვებიან ტრენინგებსა და ვორკშოპებში STEAM მიმართულებებით.

ბანაკის განხორციელების დროს მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ 14 წლის. ბანაკის ხანგრძლივობაა 6 დღე.

პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. 

ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ბანაკში მონაწილეთა მიღება დაწყებულია და გრძელდება 20 ივლისამდე. 

მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.