საქართველოს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტი
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მსურველთათვის
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ!
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობა/ბინადრობის მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რისთვისაც აუცილებელია დაინტერესებული პირის საკონსულოში პირადი გამოცხადება (გამონაკლისია 9 წლამდე ასაკის ბავშვები).
პასპორტი გაიცემა საკონსულოში გამოცხადებიდან 45 დღეში.
გამზადებული პასპორტის ასაღებად უნდა მობრძანდებეთ საკონსულოში პირადად/მიუთითოთ გამტანი პირი ან უფლება გაქვთ განაცხადის რეგისტრაციისას საკონსულოში დააფიქსიროთ გატანის ფორმად: საფოსტო მომსახურება.
საფოსტო მომსახურება გულისხმობს, თქვენს მიერ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურების შეკვეთას. შეკვეთისას გთხოვთ დააფიქსიროთ თუ ვისი და რა საბუთის გატანა (მაგ: პასპორტი/პირადობა) უნდა განხორციელდეს საკონსულოდან.
დოკუმენტაციის წარსადგენად წინასწარ უნდა დანიშნოთ ვიზიტი შემდეგ ვებ გვერდზე : www.geoconsul.gov.ge
პასპორტის ღირებულებაა სრულწლოვანისათვის - 47.94 ევრო, ხოლო 18 წლის ასაკამდე არასრულწლოვანისათვის - 23.97 ევრო. აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ BBVA ბანკში არსებულ ES80 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე. გთხოვთ გადახდის ქვითარში მიუთითოთ იმ პირის სახელი და გვარი, რომელზედაც გაიცემა პასპორტი.
პასპორტის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
არასრულწლოვანი |
სრულწლოვანი |
არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია საკონსულოში ერთ-ერთი მშობლის პირადად გამოცხადება |
ძველი პასპორტი, ორიგინალი.
დისკზე ჩაწერილი ბიომეტრიული ფოტოსურათი* |
დისკზე ჩაწერილი ბავშვის ბიომეტრიული ფოტოსურათი* |
|
ბავშვის დაბადების მოწმობა ** |
|
ბავშვის ძველი პასპორტი, ორიგინალი |
|
ორივე მშობლის თანხმობა *** |
|
ორივე მშობლის პასპორტის ასლი |
|
მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ქვითარი |
|
თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი. ცნობის გაცემა შესაძლებელია მოითხოვოთ ინგლისურ ენაზე. ესპანურენოვანი ცნობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება. **** |
*ბიომეტრიული ფოტო არის თეთრ ფონზე სპეციალური განათებით გადაღებული 3,5x4,5 სურათი, სადაც ადამიანის სახის გამოსახულება იკავებს 80%-ს. დისკზე ჩაწერილი ბიომეტრიული ფოტოს წარდგენა სავალდებულოა.
**თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარმოადგინეთ ორიგინალი ან ასლი.
თუ დაბადების მოწმობა გაცემულია ესპანეთში (ან სხვა ქვეყანაში), წარმოადგინეთ აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internacional/Plurilingüe) დაბადების მოწმობის ორიგინალი (რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო რეესტრის ფილიალებში გაიცემა) ან ქართულ/ინგლისურ ენაზე ოფიციალურად თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობა.
***მშობლების თანხმობა შესაძლებელია გაკეთდეს საკონსულოში ორივე მშობლის პირადად გამოცხადებისა და მათ მიერ საკუთარი მოქმედი პასპორტების წარმოდგენის საფუძველზე. ეს მომსახურება უფასოა.
თუ ერთ-ერთი მშობელი ვერ ახერხებს საკონსულოში პირადად გამოცხადებას, წარმოადგინეთ ადგილობრივი ნოტარიუსის მიერ გაცემული ქართულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული თანხმობა, ან თანხმობა განაცხადეთ დისტანციურად (www.sda.gov.ge) ერთი მშობლის მიერ განაცხადის საკონსულოში წარდგენის შემდეგ.
****იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს პასპორტი დაკარგული აქვს, მან უნდა წარადგინოს შესაბამისი განცხადება პოლიციიდან (Denuncia de la perdida de documentos/objetos, მოითხოვეთ ფორმა D-11) ინგლისურ ენაზე. ესპანურენოვანი ცნობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმება.
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მსურველთათვის
პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის პირადობის მოწმობის აღება სავალდებულო არ არის.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს:
- სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა;
- 14- დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა;
- არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებაში/საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარსადგენად, 9 წლის ასაკიდან მოქალაქეების პირადი გამოცხადება სავალდებულოა.
წარსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით
- არასრულწლოვანის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა;
- მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით ან ლეგალიზებული, ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. დოკუმენტი შეიძლება იყოს შედგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ წარსადგენი დოკუმენტი ნათარგმნია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანი მოწმდება იმავე წესით, რაც სათარგმნი დოკუმეტნის მიმართ მოქმედებს.
უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებები, დამატებით, უნდა სცნოს და აღსრულებაში მიიღოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
18 წელს მიღწეულ პირებზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა 10 წლის ვადით.
18 წლამდე ასაკის პირებზე - 4 წლის ვადით
პირადობის ელ.მოწმობის საფასურია 28, 66 ევრო, აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ BBVA ბანკში არსებულ 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე.
პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 45 დღის ვადაში.
გამზადებული პირადობის მოწმობის ასაღებად უნდა მობრძანდებეთ საკონსულოში პირადად ან უფლება გაქვთ განაცხადის რეგისტრაციისას საკონსულოში დააფიქსიროთ გატანის ფორმად: საფოსტო მომსახურება.
საფოსტო მომსახურება გულისხმობს, თქვენს მიერ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურების შეკვეთას. შეკვეთისას გთხოვთ დააფიქსიროთ თუ ვისი და რა საბუთის გატანა (მაგ: პასპორტი/პირადობა) უნდა განხორციელდეს საკონსულოდან.