საკონსულო აღრიცხვა
საკონსულო აღრიცხვა
საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს, მაგალითად, უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში - თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო დახმარების ეფექტურად გაწევას. საკონსულო აღრიცხვა ასევე შესაძლებლობას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში - საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეგიძლიათ როგორც საკონსულოში ვიზიტის დროს, ასევე ვებ გვერდის www.geoconsul.gov.geსაშუალებით.
საკონსულოში ვიზიტისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქმედი პასპორტი, ხოლო ვებ გვერდის საშუალებით დარეგისტრირებისას ატვირთეთ თქვენი ფოტო.
მომსახურება უფასოა.