შეხვედრა ქალაქ ალიკანტეში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან
2025 წლის 13 აპრილს, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი, ლია ახალბედაშვილი ვალენსიის რეგიონის ქ. ალიკანტეში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციასთან „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“ არსებულ საკვირაო სკოლის მიერ ორგანიზებულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, საკვირაო სკოლის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა წარუდგინეს, რომელიც ქართული ენის უნიკალურობას და იდენტობას ეძღვნებოდა.