Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

ვიზიტი ქალაქ ალიკანტეში პროექტის „ჩემი საქართველო - ემიგრანტებისთვის“ ფარგლებში


24-25 ივნისს, ქალაქ ალიკანტეში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, პროექტი „ჩემი საქართველო - ემიგრანტებისთვის“ განხორციელდა. პროექტის მიზანია ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს შორის ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და ეროვნული იდენტობის გაძლიერება.

ღონისძიების ფარგლებში, ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, მანანა ანასაშვილმა წარადგინა.

ასევე, ჩატარდა ქათული ხალხური ცეკვების კონცერტი, რომელშიც ქალაქ ალიკანტესა და ვალენსიის დიასპორული ორგანიზაციების - „GEO ART VALENCIA“ და „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“, ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.