Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

ქალაქ ბარსელონაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი “ერთობის ზეიმი” გაიმართა

2025 წლის 25 მაისს, ქ. ბარსელონაში, წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ორგანიზებითა და საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი “ერთობის ზეიმი” გაიმართა.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს - ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა , არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა.


ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბარსელონაში, მადრიდში, ბილბაოში, ვიტორიაში, პარიზში, ტულუზში, რომში, მილანში, ფლორენციაში, პიზაში, რეჯო-ემილიასა და სტოკჰოლმში მოქმედ ქართულ სამრევლოებთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

ღონისძიებას ქართული დიასპორის 700-მდე წარმომადგენელი, ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები - ეკა ჭიჭინაძე და ირმა ზავრადაშვილი დაესწრნენ.

საღამოს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.