შეხვედრა კატალონიის ავტონომიური პოლიციის, კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, ხავიერ ალკობესა გარსიასთან
2025 წლის 6 ივნისს, ქალაქ ბარსელონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისთვის, მადლობის სიგელით კატალონიის ავტონომიური პოლიციის, კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, ხავიერ ალკობესა გარსია დააჯილდოვა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე ჭკუასელი, ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია, კატალონიის ავტონომიური პოლიციის, კრიმინალური პოლიციის უფროსი, კომისარი რამონ ჩაკონი, საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, პოლკოვნიკი, შალვა შუბლაძე და ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს უფროსი მრჩეველი, ირაკლი სულაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.