ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი - „ქართული ცეცხლი ბარსელონაში"
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ანსამბლ „გენის" ხელმძღვანელობით გაიმართა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი - „ქართული ცეცხლი ბარსელონაში". ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოდან ჩამოსულმა ანსამბლებმა „მამულიშვილი" და „თორდა”.
ღონისძიებას ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია დაესწრო. მან მონაწილე ანსამბლებს მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის.