პროექტის „ჩემი ქართული ენა“ — დასკვნითი ღონისძიება ქალაქ ვიტორიაში
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ქ.ვიტორიაში, წმინდა ილია მართლის სახელობის სამრევლო სკოლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის — „ჩემი ქართული ენა“ — დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი ორი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებისგან შედგებოდა და მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებში ქართული ენისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას, ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებასა და სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებას.
საღამო მუსიკალურად ქართული ცეკვის ანსამბლმა „ჩვენებურმა“ და ხალხური საკრავების ანსამბლმა „თამარიონმა“ გააფორმეს . პროექტის ფარგლებში, საკვირაო სკოლა ტექნიკურად აღიჭურვა და განახლდა ინფრასტრუქტურა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ბექა ზარანდიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენელმა, მანანა დუმბაძემ.
