პოლიციელების დაჯილდოვება
2026 წლის 4 ივნისს, ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბექა ზარანდიამ და საქართველოს პოლიციის ატაშემ ესპანეთის სამეფოში, პოლკოვნიკმა, შალვა შუბლაძემ წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით, კატალონიის ავტონომიური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები ფრანსისკო მანუელ რუის გონსალესი და მიგელ მორენეტე დააჯილდოვეს.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ კატალონიის ავტონომიური პოლიციის, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კომისარი რამონ ჩაკონი თანმხლებ პირებთან ერთად.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
_3.jpg&w=3840&q=100)
