დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ჟირონაში
2026 წლის 18 აპრილს, ქალაქ ჟირონაში მოქმედ ქართულ კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ანსამბლი „გენი“-ს აღსაზრდელებმა სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა წარუდგინეს, რომელიც ქართული ენის უნიკალურობასა და იდენტობას ეძღვნებოდა.
ღონისძიებას ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია დაესწრო და მოსწავლეებს სპეციალურად უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები და ქართული ენის შესახებ შემეცნებითი ბროშურები გადასცა.

_2.jpg&w=3840&q=100)