გენერალურ საკონსულოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
19-20 მარტს, ქალაქ ბარსელონაში, გენერალურ საკონსულოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,
სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს კატალონიის ავტონომიურ რეგიონში ესპანეთის სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, კატალონიის ავტონომიური რეგიონის ადგილობრივი მთავრობის წევრებმა, ევროკავშირისა და საგარეო ქმედებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქ. ბარსელონის მერიამ,
ბარსელონაში აკრედიტებულ საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, საკონსულო კორპუსის აღმასრულებელმა კომიტეტმა, ქ. ბარსელონას “წმინდა ნინოს“ სახელობის სამრევლოს ეკლესიის წინამძღვარმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული თანაგრძნობისთვის.
