Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

23-26 მარტს, ქალაქ ბარსელონაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა „Alimentaria“ გაიმართა

23-26 მარტს, ქალაქ ბარსელონაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა „Alimentaria“ გაიმართა. ღონისძიებაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 9 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას.

”Alimentaria“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა კვების, სასმელების, სტუმართმასპინძლობისა და კვების მომსახურების ინდუსტრიის სფეროში. წელს გამოფენა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აღნიშნულ ღონისძიებას, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია დაესწრო და ქართული სტენდი მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 3,200-ზე მეტ მონაწილე კომპანიას 70-ამდე ქვეყნიდან და 108,000 -მდე ვიზიტორს 120 ქვეყნიდან.