Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

ინფორმაცია დროებითი სანომრე ნიშნების მქონე მსუბუქი ავტომობილით თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შესახებ

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ დროებითი რეგისტრაციის სანომრე ნიშნების მქონე მსუბუქ ავტომობილებს, 2026 წლის 26 ივნისიდან აეკრძალათ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საკუთარი სვლით შესვლა და გასვლა, დანიშნულების ქვეყნის მუხედავად.

აღნიშნული ავტომობილების თურქეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გადაზიდვა ხორციელდება სხვა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის ავტომზიდით, ტრაილერით ან სხვა სათანადო სატრანსპორტო საშუალებით, მოქმედი საბაჟო და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვით.

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება დროებითი სანომრე ნიშნების მქონე შემდეგი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებზე:

· გაეროსა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალის კუთვნილ ავტომობილებზე;

· ავტომობილებზე, რომელთა გადაადგილება დასტურდება დიპლომატიური ნოტით, ოფიციალური მოთხოვნის წერილით, მივლინების ან დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან სხვა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტით, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.