საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია ქალაქ ლეიდას ეწვია
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია ქალაქ ლეიდას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა დიასპორული ორგანიზაციის-ასოციაციის "ქართველები ლეიდაში" ხელმძღვანელთან, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ გაიმარჯვა და ანსამბლის წევრებს სპეციალურად შეკერილი ეროვნული სამოსი და სახელმძვანელოები გადასცა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დიასპორის მხარდაჭერისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.