შეხვედრა ქ. ბარსელონას ვიცე-მერთან, მარია ეუხენია გაი როსეიოსთან
2025 წლის 5 ივნისს, ქ. ბარსელონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ქ. ბარსელონას ვიცე-მერთან, მარია ეუხენია გაი როსეიოსთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.