განცხადება ილანოვა ი ლა გელტრუში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ვილანოვა ი ლა გელტრუში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა საწყობში ქიმიური ნივთიერების აალების შედეგად.
საკარანტინო მითითება მიეცათ შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
-ვილანოვა ი ლა გელტრუ
-კუბელიეს
-სანტ პერე დე რიბესი (როკეტესი)
-კუნიტი
-კალაფელი
თუ იმყოფებით ზემოთაღნიშნულ სარისკო ზონაში:
-არ დატოვოთ სახლი ან სამუშაო ადგილი;
-საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე;
-თავი შეიკავეთ გადაადგილებისგან დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში;
-საკარანტინო რეჟიმის მოხსნის შემთხვევაში, მობილურ საკონტაქტო ნომრებზე მიიღებთ შეტყობინებას!