ხანძარი ტარაგონას მუნიციპალიტეტში
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ტარაგონას რეგიონში (პაულსი) გუშინ გაჩენილმა ხანძარმა ტყის 2 899 ჰექტარი მოიცვა.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ცეცხლის ყველაზე აქტიური უბანი პაულსსა და ალფარა დე კარლესს შორისაა, სადაც ძლიერი ქარის გამო ვითარება რთულია.
საკარანტინო მითითება მიეცათ შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებს:
· Paüls
· Alfara de Carles
· Xerta
· Aldover
· Tivenys
· Els Reguers
· Bítem
· Santa Rosa
· Jesús (Tortosa)
· Pinell de Brai
· Prat de Comte
აღსანიშნავია, რომ ქალაქ Tortosa-ში კარანტინი უკვე გაუქმდა, მაგრამ დანარჩენი მუნიციპალიტეტები კვლავ რჩებიან იზოლაციაში.
სახანძრო სამსახურმა გაააქტიურა მობილიზაციის მეორე დონე (M2), რაც ნიშნავს მორიგეობის მიღმა მყოფი პერსონალის განსაკუთრებულ მობილიზაციას ხანძრის გავრცელების გამო.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, გაითვალისწინონ საგანგებო სამსახურის მითითებები და რეკომენდაციები.
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, თუ იმყოფებით ზემოაღნიშნულ სარისკო ზონაში:
-დარჩით სახლში!
-დახურეთ კარები და ფანჯრები!
-ნუ გადაადგილდებით სტიქიით დაზარალებულ ზონაში!
-გადაუდებელი შემთხვევისას დაუკავშირდით 112-ს!
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ კატალონიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს.
https://interior.gencat.cat/es/arees_dactuacio/proteccio_civil/