Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

 მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ესპანეთის სამეფოს მიერ ინიცირებული ახალი საიმიგრაციო კანონის თანახმად, რომელიც ეხება ესპანეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ უცხოელ მიგრანტთა ლეგალიზაციას, გენერალური საკონსულოს მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ნასამართლეობის ცნობის მიღების მსურველი მოქალაქეების მიმართ, გამონაკლისის სახით, პროცედურების გამარტივების თაობაზე.
კერძოდ:

🔹 მოქალაქე ვალდებულია დარეგისტრირდეს geoconsul.gov.ge-ზე. „ვიზიტი საკონსულოში“-ს ნაცვლად აირჩიოს „საფოსტო გზავნილი“ და შევსებული განაცხადი მოქმედი პასპორტის ასლთან ერთად, გენერალურ საკონსულოს მიაწოდოს საფოსტო გზავნილით ან გამოცხადდეს საკონსულოში და წარმოადგინოს პირადად;

🔹 ნასამართლეობის ცნობა გაიცემა, განაცხადის წარდგენიდან, ათი სამუშაო დღის ვადაში, ესპანურ ენაზე (უსასყიდლოდ);

🔹 აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე, საკონსულოს მიერ გაცემული ნასამართლეობის ცნობა აუცილებელია დამოწმდეს ქ. მადრიდში ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში c/ General Pardiñas 55, 28006 Madrid, (http://www.exteriores.gob.es/Portal/es/ServiciosAlCiudadano/SiEstasEnElExtranjero/Paginas/Legalizaciones.aspx)
📍მოქალაქეთა მიღების საათები: ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 09:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე
📍დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გბერდზე:
https://barcelona.mfa.gov.ge/certificado-de-antecedentes-penales