საკონსულო ოლქის შემოვლა ქალაქ ალიკანტეში
ძვირფასო თანამემამულეებო,
2026 წლის 21 თებერვალს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ვალენსიის რეგიონის ქ. ალიკანტეში მოქალაქეთა საკონსულო მიღება გაიმართება.
გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ საკონსულო მომსახურებას (პასპორტი, პირადობა, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, სხვადასხვა სახის ცნობა, თარგმანი, მოქალაქეობის შენარჩუნება და კონსულტაცია).
მოქალაქეთა მიღების საათები: 10:00 -17:00 საათი;
მისამართი: Calle Jaén 4, Alicante, 03007
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ელ.ფოსტა: [email protected]
