საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. ვალენსიაში მოქალაქეთა საკონსულო მიღება გაიმართება
ძვირფასო თანამემამულეებო,
2025 წლის 13 დეკემბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. ვალენსიაში მოქალაქეთა საკონსულო მიღება გაიმართება.
გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ საკონსულო მომსახურებას (პასპორტი, პირადობა, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, სხვადასხვა სახის ცნობა, თარგმანი, მოქალაქეობის შენარჩუნება და კონსულტაცია).
მოქალაქეთა მიღების საათები: 10:00 -17:00 საათი;
მისამართი: Carrer de la Indústria, 56, Algirós, 46022 València, Valencia
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ელ.ფოსტა: [email protected]
