განცხადება
ძვირფასო თანამემამულეებო,
კატალონიის ავტონომიურ რეგიონში უხვი ნალექისა და გადაუღებელი წვიმების გამო, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა.
გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი გამაფრთხილებელ შეტყობინებებს და თავი შეიკავოთ ჟირონას მუნიციპალიტეტში და კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქებში გადაადგილებისგან.
წყალდიდობის რისკი ძალიან მაღალია (Onyar, Ter, Daró ) მდინარეებზე. გაჩერებულია სასკოლო და სპორტული აქტივობები რამდენიმე მუნიციპალიტეტში (Alt Empordà, Baix Empordà, La Selva, Gironès).
გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ამ რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა!
არ გახვიდეთ გარეთ!
საგანგებო სიტუაციისას დარეკეთ ნომერზე @112 !
საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით გენერალურ საკონსულოს ქალაქ ბარსელონაში! ცხელი ხაზი:
+ 34 635 230 425