"ქართული ენა ემიგრანტებისთვის“
ძვირფასო თანამემამულენო,
გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლებლის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ (https://distancelearning.mes.
პროგრამა ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში მოქმედ საგნობრივ სტანდარტებს, დიასპორის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის დებულებებსა და დისტანციური სწავლების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს.
პროგრამის ფარგლებში სწავლების პროცესს ახორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. სასწავლო მოდელი მორგებულია ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებზე. დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.
პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და განკუთვნილია 5-18 წლის ასაკის ემიგრანტი მოსწავლეებისთვის. ჯგუფებში განაწილება ხდება ასაკისა და ენის ფლობის დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სწავლების ოპტიმალურ ხანგრძლივობას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.
პროგრამის ადმინისტრირება სრულად ხორციელდება პორტალის საშუალებით, რაც მოიცავს სწავლების მართვისა და მხარდაჭერის სრულ ფუნქციონალს, მათ შორის:
მოსწავლის ან მშობლის რეგისტრაციასა და ავტორიზაციას;
სასურველი პედაგოგისა და სასწავლო ჯგუფის შერჩევის შესაძლებლობას;
ყველა საჭირო სასწავლო რესურსზე ერთიან, წვდომას;
გაკვეთილების ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ და ტექნოლოგიურად გამართულ პროცესს.
გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, Microsoft TEAMS პლატფორმის საშუალებით.
პროგრამაში ჩასართავად და პორტალზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://distancelearning.mes.