დოკუმენტის თარგმნა/თარგმნის სისწორის დამოწმება
დოკუმენტის თარგმნა/თარგმნის სისწორის დამოწმება
დოკუმენტის თარგმნისათვის საჭიროა ელ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით დანიშნოთ ვიზიტი საკონსულოში.
საფოსტო მომსახურების არჩევის შემთხვევაში გთხოვთ, დოკუმენტაციასთან ერთად გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადი. ( განცხადება)
საკონსულოში შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დოკუმენტების თარგმნა და თარგმანის სისწორის დამოწმება.
საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, სათარგმნი დოკუმენტის ორიგინალი და საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (1 გვ = 10 ევრო გადახდილი BBVA ბანკში ანგარიშზე ES29 0182 0206 37 02015 48 989).
გამზადებული დოკუმენტის ასაღებად ან მობრძანდებით საკონსულოში, ან ისარგებლეთ საფოსტო კურიერის (მაგ: MRW, SEUR, DHL, FedEx, NASEX) მომსახურებით, რომელსაც აცნობებთ თუ ვისზე გაცემულ რა დოკუმენტის გატანას ითხოვთ.
აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე საკონსულოს მიერ გაცემული თარგმანი უნდა დაამოწმებინოთ ქ. მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდეგ მისამართზე: Calle General Pardiñas 55 (esquina Padilla), 28006 Madrid.