ბასკეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
2026 წლის 31 ოქტომბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ბასკეთის რეგიონის ქ. ვიტორია-გასტეისში მოქალაქეთა საკონსულო მიღება გაიმართება.
2026 წლის 31 ოქტომბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ბასკეთის რეგიონის ქ. ვიტორია-გასტეისში მოქალაქეთა საკონსულო მიღება გაიმართება.
2026 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ,,ჩემი ქართული სკოლა” ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში, ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში გამარჯვებული პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ პრეზენტაცია და კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ანსამბლ „გენის" ხელმძღვანელობით გაიმართა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი - „ქართული ცეცხლი ბარსელონაში".
გაცნობებთ, რომ დროებითი რეგისტრაციის სანომრე ნიშნების მქონე მსუბუქ ავტომობილებს, 2026 წლის 26 ივნისიდან აეკრძალათ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საკუთარი სვლით შესვლა და გასვლა, დანიშნულების ქვეყნის მუხედავად.
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
2026 წლის 9 ივლისს, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
24-25 ივნისს, ქალაქ ალიკანტეში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, პროექტი „ჩემი საქართველო - ემიგრანტებისთვის“ განხორციელდა. პროექტის მიზანია ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს შორის ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და ეროვნული იდენტობის გაძლიერება.
2026 წლის 4 ივნისს, ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბექა ზარანდიამ და საქართველოს პოლიციის ატაშემ ესპანეთის სამეფოში, პოლკოვნიკმა, შალვა შუბლაძემ წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით, კატალონიის ავტონომიური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები ფრანსისკო მანუელ რუის გონსალესი და მიგელ მორენეტე დააჯილდოვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში პროექტი „ქართული სპორტი ევროპაში“ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიონალური კრივის საღამო გაიმართა.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ბარსელონას საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.